LIVE

ტოპ 10
Sade-ს შემოქმედებიდან, რომელი სიმღერა მოგწონთ?
 
ქართული კლიპები

გამოკითხვა
სად აპირებთ დასვენება?
 

სიახლეები - სპორტი

ლუის ჰამილტონი იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში იტალიის დიდ პრიზსაც მოიგებს და ამით, ფორმულა 1-ის ყველაზე ძველი და პოპულარული ოთხივე რბოლის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლება. ბრიტანელ პილოტს ორი წლის წინ, მონაკოს და სილვერსტოუნის რბოლები აქვს მოგებული, სულ ახლახანს კი ბელგიის სპაზეც გაიმარჯვა. ამგვარად, მისი პრიზების გალერეას ერთი დიდი რბოლის - იტალიის დიდი პრიზის გამარჯვებულის თასიღა აკლია.
ჰამილტონმა ბელგიის დიდი პრიზი ორი წლის წინაც მოიგო, მაგრამ კიმი რაიკონენთან მომხდარი ინციდენტის გამო, რბოლის შემდეგ ის გამარჯვება გაუუქმდა.

 
სიახლეები - სპორტი

დევიდ ბექჰემი, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, მოედანზე დაბრუნებას “კოლუმბუსთან” 11 სექტემბერს დანიშნულ მატჩში აპირებს.
“თავდაპირველად, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ თამაშს 1 ოქტომბრიდან შევძლებდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ეს უფრო ადრე მოხდებოდა. მჯერა, მოედანზე ერთ კვირაში გავალ, თუნდაც 15-20 წუთით. მართალია, ასეთი ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომა ძალიან ძნელია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რათა კონდიციები მალე აღვიდგინო” 


 
სიახლეები - სპორტი

ლუიჯი დილ ნერიმ გუნდის ვეტერანი ალესანდრო დელ პიერო დაიცვა და აგრეთვე, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის მიერ წარმოებული სატრანსფერო პოლიტიკა დადებითად შეაფასა.
“არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ დელ პიერო უკვე დაბერდა და გუნდს სარგებლობას ვერ მოუტანს. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში ის დაგვეხმარება. 
ჩვენთან 10 ფეხბურთელი მოვიდა, რომელთაგან 7 იტალიელია. მართალია, ბევრ მათგანს დიდი წარმატებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია, მაგრამ გვჯერა, რომ აქ თავს გამოავლენენ.გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც მხოლოდ წაგვადგება”

 
სიახლეები - სპორტი

ბელგიური რბოლის მიწურულს, როდესაც წვიმამ ტრასა ძლიერ დაასველა, ალონსოს შეცდომა მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა. ამ ფიასკოს შემდეგ, ის ჩემპიონატის ბრიტანელ ლიდერ ლუის ჰამილტონს 41 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 რბოლაა დარჩენილი.
ამ ექვს რბოლაში, მაქსიმუმ 150 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ჰამილტონს და მის მთავარ მეტოქეს, „რედ ბულ რეისინგის“ ავსტრალიელ მარკ უებერს ბრძოლას გაუმართავს.



 
სიახლეები - სპორტი

"მილანმა" მარკო ბორიელო "რომას" მიჰყიდა.  იტალიელმა ფორვარდმა "მგლებთან" უკვე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დედაქალაქელებმა, რომლებიც სერიოზულ ფინანსურ კრიზისში არიან, ბორიელოს შესაძენად ერთ-ერთ ბანკს სთხოვეს 15-მილიონიანი კრედიტი.
ერთი დღით ადრე "რომას" ვარიანტი საერთოდ არ სახელდებოდა და გავრცელებული ინფორმაციით, აპენინელი თავდამსხმელი "იუვენტუსში" უნდა გადასულიყო. მხარეებს შორის მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ შემდეგ გადაულახავი პრობლემა შეიქმნა. საქმე ისაა, რომ "ბებერი ქალბატონის" მესვეურებს ფორვარდის იჯარით აყვანა სურდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ბორიელო და იგი სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას ითახოვდა. სწორედ ეს გახდა გარიგების ჩაშლის საბაბი.
"რომა" მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა და სარეკორდო დროში მოასწრო ფეხბურთელთან შეთანხმებაც და კონტრაქტის გაფორმებაც. 

 
სიახლეები - სპორტი

"არსენალმა" არმან ტრაორე ტურინის "იუვენტუსში" გაანათხოვრა. ფრანგი უკანახაზელის ხელში ჩაგდებას პრემიერლიგის ბინადარი "ბირმინგემიც" ცდილობდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა არჩევანი იტალიური გრანდის სასარგებლოდ გააკეთა.
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ ტურინში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა. რაც შეეხებათ "იუვენტუსსა" და "არსენალს", ისინი რამდენიმე დღით ადრე შეთანხმდნენ - "მეთოფეები" 20 წლის მარცხენა მცველის ერთწლიან იჯარაში 500 ათას გირვანქას მიიღებენ.


 
სიახლეები - სპორტი

“მილანმა” კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და “მანჩესტერ სიტიდან” ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო შეიძინა.
ფეხბურთელმა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“სიტიმ” რობინიო მადრიდის “რეალიდან” 42,5 მილიონ ევროდ შეიძინა და 4-წლიანი ხელშეკრულება დაუდო. ბრაზილიელმა ახალ გუნდში წელიწადნახევარში 41 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. თუმცა, გასული წლის იანვარში ის ბრაზილიურ “სანტოსში” გაანათხოვრეს. რობინიოს ინგლისში დაბრუნების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა და პერმანენტულად კლუბის დატოვების სურვილს გამოთქვამდა. საბოლოოდ, მან ჩანაფიქრი განახორციელა და თავი “მილანში” ამოჰყო. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის 

 
დანარჩენი სტატიები...

 


კალენდარი
«  September 2010  »
MTWTFSS
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ჰოროსკოპი
აფიშა
რეისები

სად არ გვჭირდება ვიზა?

ვალუტის კურსი