როგორც იცით სულ ცოტა ხნის წინ პოპდივამ, მადონამ საზოგადოებას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით მას კომპანია L.A.Triumph, Inc.-მა უჩივლა. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ სავაჭრო ნიშან Material Girl პოპდივამ მოიპარა, რადგან ისინი ამ ხაზს 1997 წლიდან აწარმოებენ.
ჯან პოლ გოტიემ დაასრულა მუშაობა ახალ კოლექციააზე La Perla-სთვის, ეს ქალის ქვედასაცვლებია. კორსეტები, ბიუსჰალტერები და ყველაფერი, რაც ქალის ინტიმურ გარდერობს მიეკუთვნება.
ახალდაქორწინწბულებმა მირანდა ქერიმ და ორლანდო ბლუმმა ესპანურ გამოცემა Vogue-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ მალე მათ ოჯახში პატარა გაჩნდება: ,,დიახ, მე ორსულად ვარ, უკვე ოთხი თვეა".
ამბობენ, რომ ქეით მოსი და მისი შეყვარებული ჯეიმი ჰინქსი ჩუმად დაქორწინდნენ. ამის საფუძველს კი იტალიში, კერძოდ სიენა პალიოში გადაღებული ფოტო იძლევა, სადაც წყვილს არათითზე ბეჭდები უბრწყინავს.