LIVE

ტოპ 10
Sade-ს შემოქმედებიდან, რომელი სიმღერა მოგწონთ?
 
ქართული კლიპები

გამოკითხვა
სად აპირებთ დასვენება?
 

 

ჯგუფი ’’ა-სტუდიო’’ ამჯერად ახალი ალბომის პრეზენტაციისთვის ემზადება, რომელიც 24 აპრილს გამოვა. ალბომის ,,Волны” პრეზენტაცია ’’крокус сити холл-ში გაიმართება. ’’ა-სტუდიო’’ ყაზახური ჯგუფია, რომლის სახეც 2000 წლამდე ბატირხან შუკენოვი, შემდეგ კი პოლინა გრიფიტსი იყო. ჯგუფის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა, ერთ-ერთი წევრი ბაიგალი სადვაკასოვი კი 2005 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ’’ა-სტუდიოს’’ განსაკუთრებული წარმატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯგუფს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია შეუერთდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფის შემოქმედებით სიახლეებზე მეტად, რუსულ პრესას და საზოგადოებას ქართველი სოლისტის პირადი ცხოვრება უფრო აინტერესებს. შესაბამისად ათასგვარი ჭორ-მართალით თოფურია ყვითელი პრესის ყოველდღიური სტუმარია. თოფურია 13 წლიდან მღერის და არაერთი კონკურსის გრან-პრის მფლობელია. ის წარმატებული მომღერალი იყო საქართველოში და ნაყოფიერი სოლო კარიერა ჰქონდა. სამი მამაკაცისგან შემდგარ კოლექტივში ის პროდუსერ ნატო დუმბაძის რეკომენდაციით მოხვდა.

 

-ქეთა, როგორ ახერხებ მუშაობას მამაკაცების ’’სამეფოში’’?

-ძალიან კარგად. გოგონების გარემოცვაში მუშაობა გაცილებით უფრო რთულია, რადგან მუდმივად კონკურეცია იქნებოდა. ბიჭები კი უბრალოდ ხელს მიწყობენ ყველაფერში და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

-პირად ცხოვრებაში რა ხდება?

-თუ ყვითელ პრესას დავუჯერებთ, მე ხან ფეხბურთელის შეყვარებული ვარ, ხან კიდევ სხვა რომელიმე ცნობილი ადამიანის. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ჩემს ცხოვრებაში არსებობს ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელსაც უკვე კარგა ხანი ვხვდები, ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ დაქორწინებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ. ჩემი აზრით, ადამიანმა ოჯახი ერთხელ და მთელი ცხოვრებით უნდა შექმნას.

-შენ დატვირთული საგასტროლო გრაფიკი გაქვს, როგორ ეგუება თქვენი შეყვარებული ამ ფაქტს?

-დამიჯერეთ, ის ჩემზე უფრო მეტად არის დატვირთული. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისიც დადებითად ხვდება ჩემს გადატვურთულ გრაფიკს. უმჯობესია ბევრი იმუშაო, რადგან უფრო მეტი ფული გქონდეს.

-მაგრამ ასეთი ურთიერთობა არარომანტიულია...

-მე ბავშვობიდან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს რომანტიზმის მიმართ. ერთხელ ჩემმა კლასელმა კედელზე დამიწერა ’’ქეთა, მიყვარხარ’’. ეს, რომ ჩემი სკოლის დირექტორმა ნახა, მითხრა, რომ სასწრაფოდ გამეწმინდა კედელი. ხომ ხვდები ახლა როგორ გამახარა ამ ამბავმა?

-საქართველოს გარდა, რომელი ქვეყანა უფრო შეესაბამება თქვენს ხასიათს?

-რა თქმა უნდა ბრაზილია. მზად ვარ მთელი ცხოვრება ბრაზილიაში ვიცხოვრო, რადგან იქ სულ მზეა და მხიარულება.

-რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ჟურნალში თქვენი შიშველი ფოტოები დაიბეჭდა, მართლა გაშიშვლდით კამერის წინ?

-არა, არ გავშიშვლებულვარ, ეს მონტაჟი იყო.

-არ უჩივლე იმ გამოცემას?

-რა თქმა უნდა, მინდოდა მეჩივლა, მაგრამ შემდეგ ჯგუფთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ჟურნალის უფასო რეკლამა იქნებოდა და ამიტომ აღარ ვიჩივლეთ.

-როგორ უყურებთ ცნობილი ადამიანების კამერის წინ გაშიშვლებას?

-მე პირადად, ეს არ მომწონს.

-ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არასდროს გაშიშვლდები კამერის წინ არანაირი თანხის სანაცვლოდ?

-აქ ფული არაფერ შუაშია. შესაძლოა, როდესაც ორსულად ვიქნები გადავიღო ფოტოები.

-ერთი პერიოდი აქტიურად საუბრობდნენ თქვენი და ვერნიკის რომანის შესახებ...

-ჩვენ უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.

-რაც შეეხება ვლად ტოპალოვს...

-კი, ჩვენ გვქონდა ურთიერთსიმპატია, მაგრამ ამას რომანს ვერ დავარქმევ. არც ჰქონია რომანის სახე. მე გახსნილი ადამიანი ვარ, ტოპალოვი კი ჩაკეტილია. ჩვენ თბილი გრძნობები გვქონდა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ეს რომანში არ გადაზრდილა.

-თქვენი ახლანდელი რჩეული როგორ გაიცანით?

-გასტროლებიდან ვბრუნდებოდი დაღლილი. გადატვურთული იყო მოძრაობა, მანქანა გავაჩერე და ნაცნობი სახე შევნიშნე. ის ჩემს გვერდით იყო გაჩერებული, როცა დამინახა მომესალმა და მკითხა ’’საიდან შეიძლება გიცნობდე’’? მე ავუხსენი, რომ ალბათ ტელევიზიით გყავარ ნანახი-თქო. ტელეფონის ნომერი მთხოვა, მაგრამ არ მივეცი. შემდეგ მისი დაცვა გადამეკიდა და ნომერი მივეცი. რამდენიმე თვის შემდეგ კი ესემესების საშუალებით დავკონტაქტდით. შევხვდით, აღმოჩნდა, რომ მას სამი წლის წინ, თვითმფრინავში ვყავდი ნანახი. ერთად მოგვიხდა ფრენა, როდესაც თვითმფრინავში შემოვიდა მკითხა: ’’უკაცრავად გოგონა თქვენ შემთხვევით ქართველი ხომ არ ხართ?’’. სწორედ აქედან ვახსოვდი.

-ქართველია თქვენი რჩეული?

-არა. ქართველს კი ჰგავს, მაგრამ ქართველი არ არის.

-რამდენი წლის არის?

-27 წლის, ახალგაზრდაა.

-ქეთა, დღემდე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთე...

-კი, კი. ერთ-ერთ წვეულებაზე საკმაოდ დეკოლტირებული კაბით მივედი და სწორედ იქიდან დაიწყო საუბარი, რომ თითქოს მკერდი გავიდიდე. არა და ეს ასე არ არის. შემიძლია გაჩვენოთ ძველი სურათები და დარწმუნდებით, რომ ჩემი მკერდი ნამდვილად ჩემია. ეს მემკვიდრეობით გამომყვა ბებიისგან და დედისგან. გავისწორე ცხვირის ძგიდე. სხვა ოპერაცია მე არ გამიკეთებია.

-ახლახანს ტატუ გაიკეთე ხო?

-კი, საკმაოდ ბანალური ტექსტი ’’ჩემი ცხოვრება არის ჩემი ისტორია’’ დავიწერე.

-რუსულ შოუ-ბიზნესში ვისთან მეგობრობ?

-თითქმის ყველასთან, მაგრამ ახლო ურთიერთობა არავისთან მაქვს. განსაკუთრებით მომწონს სერიოჟა ლაზარევი (’’უმატურმანი’’).

-ალა პუგაჩევასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?-

-ჩვენ მან პირველად რადიოში მიგვიწვია სტუმრად და ცოტა ვისაუბრეთ. არაჩვეულებრივი ადამიანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ქალი ლეგენდა! მას ძალიან დადებითი აურა აქვს.

-რჩევები მოგცათ?

-როდესაც ჩვენ მისი სიმღერის ქავერი ჩავწერეთ, ბორიამ მას მოასმენინა და გვირჩია გიტარის პარტია კიდევ დაგვემატებინა. მე კი მითხრა, რომ ცოტა უნდა დამეკლო წონაში და ეს გავითვალისწინე.

-სპეციალური დიეტის საშუალებით დაიკელი წონაში?

-რეალურად მე ადრე უფრო გამხდარი ვიყავი. წონის პრობლემა არასდროს მქონია. როდესაც რუსეთში ჩამოვედით აქაურმა ჰავამ, წყალმა იმოქმედა ჩემზე, ცოტა მოვიმატე. მაგრამ შემდეგ ისევ ჩვეულ ფორმაში ჩავდექი.

 

-როგორც ვიცი სახლი ცოტა ხნის წინ შეიძინეთ, მარტო იცხოვრებთ ახალ სახლში თუ მშობლებთან ერთად?

-კი, ვიყიდე სახლი. რომელსაც აქვს ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო. დიდი სახლი არ არის, მაგრამ არც პატარა არის. ჩემთვის იდეალური სახლია. აქ მშობლებთან ერთად გადმოვალ. მარტო ცხოვრება არ შემიძლია. სულ მშობლებთან ერთად ვარ. როდესაც გავთხოვდები, მერე უკვე აღარ ვიქნები მშობლებთან ერთად.

 

 

 

 

 


კალენდარი
«  September 2010  »
MTWTFSS
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ჰოროსკოპი
აფიშა
რეისები

სად არ გვჭირდება ვიზა?

ვალუტის კურსი