
| სიახლეები - კულტურა |
Dior-ის მოდის სახლმა რეჟისორი სოფია კოპოლა სათანამშრომლოდ მიიწვია. სწორედ კოპოლამ გადაიღო ახალი არომატის Miss Dior Cherie-ს რეკლამა.
გადაღებები პარიზში მდებარე მონსოს პარკში წარიმართა. სიუჟეტის მთავარი გმირი ნატალი პორტმანი გახლდათ, რომელმაც ადრეც ითანამშრომლა Dior-ის მოდის სახლთან. ნატალი პორტმანს გადასაღებ მოედანზე პარტნიორობას მისი ბიძაშვილი რობერტ შვარცმენი უწევდა.









