ბრიტანული ჯურნალის"Now" -ის თანახმად ბრითნი სპირსი და მისი შეყვარებული ჯეისონ ტრევიკი ამ წელს დაქორწინებას აპირებენ. თურმე მომღერალს ქორწილის თარიღიც დაგეგმილი აქვს.
მომავალ Grammy-ის დაჯილდოვებაზე, რომელიც 2011 წლის 11 თებერვალს გაიმართება, ბარბარა სტეირანდი "Musicares' 2011 Person of the Year"პრემიის ლაურიატი გახდება.
მას შემდეგ, რაც კრისტინა აგილერას ტური ჩაიშალა, ამის მიზეზი კი ბილეთების ცოტა რაოდებობით გაყიდვა სახელდება, მომღერალი იძულებული გახდა კერძო საღამოებზე შეესრულებინა სიმღერები.
ამბობენ, რომ ქეით მოსი და მისი შეყვარებული ჯეიმი ჰინქსი ჩუმად დაქორწინდნენ. ამის საფუძველს კი იტალიში, კერძოდ სიენა პალიოში გადაღებული ფოტო იძლევა, სადაც წყვილს არათითზე ბეჭდები უბრწყინავს.
მომღერალმა რიკი მარტინმა დაწერა წიგნი თავისი რთული ცხოვრების შესახებ. ლათინო-ამერკელმა ლამაზმანმა რამოდენიმე წლის წინ განაცხადა თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, ხოლო შემდეგ მარტოხელა მამად მოგვევლინა.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკანდალური და არაპროგნოზირებადი ლედი გაგა გათხოვებას აპირებს. ის ლუკ კარლს მიჰყვება ცოლად, რომელთანაც ორთვიანი განშორების შემდგომ კვლავ შერიგდა.