ცნობილი იაპონელი დირიჟორი სეიძი ოძავა მის მიერ დაარსებულ ფესტივალს Saito Kinen ქალაქ მაცამუტოში ხსნის. მაესტრო 9 თვის მანძილზე არ გამოდიოდა სცენაზე, რადგან ყელის კიბოს მკურნალობდა.
ირლანდიური ჯგუფი U2 ამჯერად მსოფლიო ტურნეში იმყოფება. 25 ნოემბერს ბიჭები ავსტრალიას ეწვევიან. U2 კონცერტებს მელბურნში, ბრისბენიში, სიდნეიში და ავსტრალიის სხვა ქალაქებში გამართავს.
1980წლის, 8 დეკემბერს მარკ დევიდ ჩემპენმა ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ”ბითლზების” დამარსებელი ჯონ ლენონი მოკლა. ამის გამო მას ნიუ-იორკის პოლიციამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
დიზაინერი პაკო რაბანი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე ბრუნდება. ტანსაცმლის ხაზის წარმოება ბრენდმა ოთხი წლის წინ დახურა. ამ ხნის მანძილზე ის მხოლოდ პარფიუმერულ ნაწარმს უშვებდა.
ამერიკის კინოაკადემიამ ფრანგ რეჟისორს, კინოხელოვნების კლასიკოსს 79წლის ჟან ლუკ გოდარს შემოქმედებით საქმიანობაში ექსტრაორდინარული მიღწევებისთვის და კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ,,ოსკარი” მიანიჭა.